თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ავტომობილი ონლაინ რეჟიმში ან დაუკავშირდეთ საკონტაქტო ტელეფონით ჩვენს ოფისს T: +995(32)2106310.
ავტომობილის დაქირავების პირობები:
1. ”დამქირავებელ”-ის ასაკი განისაზღვრება მინიმუმ 23 წელი, მაქსიმუმ 75 წელი.
2. ”დამქირავებელ”-მა აუცილებლად უნდა წარმოდგინოს პირადობისა და მართვის მოწმობა.
3. ავტომობილის დაქირავების მინიმალური დრო განისაზღვრება მინიმუმ 24 საათით.
4. ავტომობილის განვლილი კილომეტრაჟი არის ულიმიტო.
5. ავტომობილის დაქირავებისას ”დამქირავებელ-”სა და კომპანია ”ჯიპ-რენტი”-ს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს იურიდიულ დოკუმენტს.
6. ”დამქირავებელი” ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებისთანავე კომპანია ”ჯიპ-რენტ”-ს გადაუხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი საზღაური და ასევე სადაზღვევო ფრანშიზა 150 EUR ოდენობით, რომელიც უბრუნდება ”დამქირავებელ”-ს ავტომობილის ჩაბარების დროს იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ადგილი არ ჰქონდა სადაზღვევო შემთხვევას.
7. კომპანია ავტომობილს აბარებს სავსე ავზით , გარეცხილ მდგომარეობაში და ასევე აბრუნებს ”დამქირავებელი.”
8. ”დამქირავებელი” ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს კომპანიას ავტომობილით დროებით სარგებლობის ვადის გადაცილების შესახებ, რაც ანაზღაურდება ორმაგად ყოველ გადაცილებულ საათზე.
შენიშვანა:
1. ავტომობილი თუ დაუბრუნდა კომპანიას ნაკლული ავზით, ასეთ შემთხვევაში ავზის შესავსებად დაკლებული საწვავი იანგარიშება 0.90 EUR ლიტრზე. ასევე ”დამქირავებელი” არის მთლიანად პასუხისმგებელი იმ შემთხვევაში, თუ ავტომობლში გამოყენებული იქნება უხარისხო ან სხვა ტიპის საწვავი.
2. ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობის ან გასაღების დაკარგვის შემთხვევაში ”დამქირავებელი” იხდის კომპანიის სასარგებლოდ ჯარიმას 150 EUR ოდენობით.
3. ”დამქირავებელმა” თუ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ავტომობილი დროულად არ დაუბრუნა კომპანიას მისი სარგებლობის დროის ამოწურვიდან სამი საათის განმავლობაში, კომპანია ვალდებულია გადასცეს ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს აღნიშნული ავტომობილის ძებნილად გამოცხადების შესახებ.
ავტომობილის გრძელვადიანი ქირავნობა:
კომპანია ”ჯიპ-რენტი” ასევე გთავაზობთ ავტომობილების დაქირავებას ხანგრძლივი ვადით: ერთი თვე და მეტი. ასეთ შემთხვევაში, გეძლევათ საშუალება ისარგებლოთ სპეციალური ტარიფებით.ამ ტარიფებით ასევე ისარგებლებენ კორპორატიული კლიენტები. დაინტერესების შემთხვევაში, დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ საკონტაქტო ტელეფონის ნომრებზე ან პირადად გვეწვიეთ ოფისში.
გადახდის ფორმები:
კომპანია“ჯიპ-რენტ’-ში გადახდა წარმოებს, როგორც ნაღდი აგრეთვევე უნაღდო ანგარიშსწორებით. ასევე გადასახდელად მიიღება Visa, MasterCard; American Express-ის პლასტიკური ბარათები. ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში, ეროვნული ბანკის კურსით.
დაზღვევა:
კომპანიის ყველა ავტომობილი დაზღვეულია, მათ შორის მგზავრებიც(5მგზავრი), თვითოეული $2000 ოდენობით. დაზღვევა ითვალისწინებს (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას, მატერიალური და ფიზიკური ზარალის მიყენებას უცხო პირის მიერ,აგრეთვე მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანს, ქურდობას, ყაჩაღობას, ძარცვას), რომლის დადგომის დროსაც ”დამქირავებელ”-მა დაუყონებლივ უნდა აცნობოს საპატრულო პოლიციას(ტელ.#022) სადაზღვევო კომპანიასა ,კომპანია „ჯიპ-რენტ“ს და 24 საათის განმავლობაში წარმოადგინოს საპატრულო პოლიციის მიერ დადასტურებული ოქმი.
დაზღვევა არ ანაზრაურდება იმ შემთხვევაში, თუ ”დამქირავებელ”-მა არ წარმოადგინა საპატრულო პოლიციის დადასტურებული ოქმი, იმყოფებოდა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. ასევე დაზღვევა არ ანაზღაურებს საბურავების, სავალი ნაწილების, ძრავის, გადაცემათა კოლოფისა და ხიდების დაზიანებას თუ იგი არის მძღოლის დაუდევრობით გამოწვეული ან არ არის დაკავშირებული ავტო-საგზაო შემთხვევასთან. ასეთ შემთხვევაში მატერიალური პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება ”დამქირავებელ”-ს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.